All Products Made Germany
All Products Made Germany
All Products Made Germany

GELPOLISH და COLOR GEL განაცხადი

Frau Cosmetics

 1) შილაკის გამოყენების წესი (ბუნებრივ ფრჩხილზე)

 

 მოთხოვნა: ბუნებრივი ფრჩხილის დროს (ფერის გარეშე) შილაკის ფერი დაიტანება ფრჩხილზე ან ბუნებრივი ფრჩხილის დროს უკვე არსებული ფერით შესაძლებელია ზემოდან წასმული იქნეს ახალი ფერი.

 

 უკვე არსებული ფერი ფრჩხილიდან შორდება REMOVER/მოსაშორებლით ან ფაილის საშუალებით. ფრჩხილის ძირი უნდა მომზადდეს შილაკის წასმამდე სპეციალური ალკოჰოლიანი ხსნარით, რათა მოშორდეს ცხიმოვანი ფენა.

 

თანაბრად გადანაწილებული და ლამაზი ფრჩხილის ფერი რომ მიიღოთ შესაძლებელია ეს გაკეთდეს ბაზისა და ტოპის გარეშე (ერთ-ფაზიანი სისტემით). შილაკი ერთხელ თხლად ისმევა ფრჩხილზე, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კლიენტი მოითხოვს მეორე ფენას, კარგად გაშრობის შემდეგ შესაძლებელია ისევ თხლად მეორე ფენის დატანა. ხშირ შემთხვევაში კლიენტი არ ითხოვს მეორე ფენას, რადგან ერთი ფენა უკვე მკვეთრ შედეგს იძლევა.

 

 შენიშვნა: ჩვენი LED ლამპის გამოყენების შემთხვევაში, გაშრობის პროცედურა იქნება მხოლოდ 30 წამი.

 

 სურვილის შემთხვევაში, შილაკის წასმამდე შესაძლებელია, მაგრამ არაა აუცილებელი ბაზის/ პრაიმერის გამოყენება. პრაიმერის საშუალებით უფრო დიდხანს და უკეთესად არის შესაძლებელი შილაკის შენარჩუნება. პრაიმერი შრება ჰაერზე და არაა საჭირო ლამპის გამოყენება.

 

 პრობლემატური ფრჩხილების შემთხვევაში (უსწორმასწორობები და ჩაღრმავებები) პრობლემის გამოსასწორებლად გამოიყენება RUBBER BASE, რომელიც ასრულებს ბაზის/პრაიმერის ფუნქციას. ამ პროდუქტის გაშრობა ზემოხსენებული პრაიმერისგან განსხვავებით ხდება LED ლამპის ქვეშ.

 

 სურვილის შემთხვევაში, თუ კლიენტს უნდა უფრო მეტი სიპრიალე ან პირიქით სიგლუვე ფრჩხილზე, შესაძლებელია ტოპის გამოყენება, რომელიც გვაქვს ორნაირი HIGH GLOSS (Glanz) პრიალა ეფექტით და GLOSS SEIDENMATT (Matt) გლუვი ეფექტით, რომელიც შრება LED ლამპის ქვეშ 30-45 წამში.

 

 შენიშვნა: სხვა ლამპების შემთხვევში გაშრობის დრო წარმოადგენს 120 წამს, რაც სამუშაო დროის ფუჭად კარგვა გამოდის.

 

 პრიალა და გლუვი ეფექტის მქონე ტოპის გამოყენების შემთხვევაში, არ რჩება წებოვანი ფენა და შესაბამისად არაა CLEANER/გამწმენდის გამოყენების საჭიროება, განსხვავებით სხვა ფირმის ტოპებისგან.

 

 2) ფრჩხილის დაგრძელება (მოდელაჟი შაბლონით ან ტიპით) ან ხელოვნური ფრჩხილის განახლება (მოდელაჟი):

 

არსებული ფერი ფაილის საშუალებით შორდება. ფრჩხილის ძირის მომზადება ხდება შესაბამისად, რომელიც დეჰიდრატორი (ალკოჰოლნარევი საშუალებით) დეზინფიცირდება და შორდება ყველანაირი ცხიმოვანი ფენა.  

 

ლამაზი და თანაბარი ეფექტის ფრჩხილისთვის გამოიყენება პრაიმერი როგორც ბაზა (მხოლოდ ნატურალურ ფრჩხილზე გამოსაყენებლად), რომელიც შრება ლამპის გარეშე ჰაერზე.  

 

შემდეგ მოდის Bonding (თხელი თხევადი და გამჭვირვალე მასა) გამოიყენება როგორც ბაზა, რომელიც შრება LED ლამპის ქვეშ.

 

 შენიშვნა: ჩვენი LED ლამპის გამოყენების შემთხვევაში გაშრობის დრო წარმოადგენს მხოლოდ 30 წამს.

 

პრობლემატური ფრჩხილის შემთხვევაში (უსწორმასწორობები ან ჩაღრმავებები ფრჩხილზე) ფრჩხილის ზედაპირის გასათანაბრებლად Modellage  გელის ან Makeup გელის დატანამდე გამოიყენება RUBBER ბაზა, რომელიც ამავდროულად ასრულებს ბაზის/პრაიმერის ფუნქციას. ამის გაშრობა ხდება ლამპის ქვეშ. ამ შემთხვევაში პრაიმერი და ბონდინგი აღარაა საჭირო.

 

შემდეგნაირად ხდება ფრჩხილის დაგრძელება შაბლონით: ამისათვის გამოიყენება Modellage გელი (გამჭვირვალე და საშუალო სისქის მასა.) ან Makeup გელი (არის მხოლოდ ორი ნატურალური ფერის - ღია და შედარებით მუქი კანის ფერი).

 

შენიშვნა: თუ დაგრძელება ტიპის საშუალებით კეთდება, დაგრძელების შემდეგი ეტაპი, ანუ  მე-2 ფაზა, ფრჩხილის ცხიმოვანი ფენისგან გასუფთავების შემდგომ, გამოდის სწორედ ეს.

 

 ამ ყველაფრის გაშრობას ჩვენი ლამპის ქვეშ ესაჭიროება მხოლოდ 30 წამი.

 

Modellage გელის ან Makeup გელის გამოყენების შემდგომ ხდება ფაილის საშუალებით ფრჩხილზე ფორმის მიცემა. შემდეგი მოყვება ამას ფერი COLOR გელის  სახით (საშუალო სისქის მასა) და სურვილის შემთხვევაში FRENCH გელი.

 

 ბოლოს ეს ყველაფერი სრულდება ტოპით, HIGH GLOSS (Glanz)  პრიალა ეფექტის  ან GLOSS SEIDENMATT (Matt)  გლუვი ეფექტის მისაღებად.

 

 გაშრობის დრო ამ შემთხვევაში ჩვენი LED ლამპის გამოყენებით იქნება მხოლოდ 30-45 წამი.

 

 

შენიშვნა: სხვა ლამპების შემთხვევაში გაშრობის დრო წარმოადგენს 120 წამს, რაც სამუშაო დროის ფუჭად კარგვა გამოდის.

 

პრიალა და გლუვი ეფექტის მქონე ტოპის გამოყენების შემთხვევაში, არ რჩება წებოვანი ფენა და შესაბამისად არაა CLEANER/გამწმენდის გამოყენების საჭიროება, განსხვავებით სხვა ფირმის ტოპებისგან.

 

 

 საყურადღებოა:

 

 UV Gellack/შილაკი - გამოიყენება ნატურალურ ფრჩხილებზე დასატანად, ხოლო Color Gel/ფერადი გელი - არის ხელოვნურ ფრჩხილზე დასატანად.

 

ჩვენი LED ლამპით გაშრობის დრო არის მხოლოდ 30 წამი, მაშინ როდესაც სხვა ლამპების გაშრობის დრო არის 120 წამი. საკმაოდ დიდი ხარჯის დაზოგვაა ჩვენი ლამპის გამოყენება.

 

ფრჩხილის საერთო პროცედურის დრო მცირდება 10 წუთით, რაც საკმაოდ დიდი დროის და ხარჯის ეკონომიაა.

 

შემდგომი ხარჯის დაზოგვის საშუალება გახლავთ ჩვენი შილაკის ერთ-ფაზიანი სისტემა, რა შემთხვევაშიც ხდება ბაზისა და ტოპის დაზოგვა.

 

შილაკის შემთხვევაში შესაძლებელია თქვენი 200 ფერზე მეტით, ხოლო გელ ლაკის შემთხვევაში 100 საუკეთესო ფერზე მეტით მომარაგება.

 

ჩვენი ყველა პროდუქტი არის „საუკეთესოდ დამზადებული გერმანიაში“ და მათზე გაცემულია ევრო კავშირის სტანდარტების შესაბამისი სერთიფიკატი.